თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
09:10 04.10.2012
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 15:00   საათამდე მნათობის, ბაგრატიონის, დავითაშვილის, ახალი არსენალის, სააკაძის, ლამის, გუმათის და ჩეჩელაშვილის ქუჩებს გაეთიშება.

ელექტროენერგია 10-დან 16:00 საათამდე ჭავჭავაძის გამზირის და ფალიაშვილის ქუჩას, მელიქიშვილის, თარხნიშვილის, გორგასლის, გრიშაშვილის და შუშინის ქუჩებს არ მიეწოდება.

შუქი 11-დან 17:00 საათამდე ასევე, ვაზისუბნის I მიკრორაიონს, მოსკოვისა და ქეთევან წამებულის გამზირებს გაეთიშება.

ბეჭდვა