თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა
თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა
10:20 06.03.2012
თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს,  კერძო სახლებში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, დღეს 20:00 საათამდე წყლის მიწოდება გლდანი-ნაძალადევის რაიონში ხარაძის, მორეთის, ანდრონიკაშვილისა და რიონის ქუჩებს შეუწყდათ.

წყალი არ მიეწოდება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში კუმისის, თოიძის, ნ. ჩხეიძის, ფოცხვერაშვილის, რომის, ვარციხის, ფიროსმანის, გ. დოლიძის, ჩუბინიშვილის, თევდორე მღვდლისა და გორის ქუჩებს.

შეზღუდვა შეეხო ვაკე-საბურთალოს რაიონში ი. უჩანეიშვილისა და შატბერაშვილის ქუჩებს, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში კაიროს ქუჩას.

ჭყონდიდელისა და ზესტაფონის ქუჩების კვეთაზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება გურამიშვილის გამზირს ლიახვის ქუჩიდან კინო საქართველომდე და ცოტნე დადიანის გამზირს კინო საქართველოდან გადასასვლელ ხიდამდე.

წყნეთის გზატკეცილზე სატუმბი სადგურის წინ მომხდარი დაზიანების გამო, 18:00 საათამდე წყალი არ მიეწოდება ჭავჭავაძის გამზირის ნაწილსა და ბაგების დასახლებასაც.

ბეჭდვა