დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი
10-დან 15 საათამდე მნათობის, ბაგრატიონის, დავითაშვილის, ახალი არსენალის, სააკაძის, ლამის, გუმათის და ჩეჩელაშვილის ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 10-დან 16:00 საათამდე ჭავჭავაძის გამზირის და ფალიაშვილის ქუჩას, მელიქიშვილის, თარხნიშვილის, გორგასლის, გრიშაშვილის და შუშინის ქუჩებს არ მიეწოდება.
შუქი 11-დან 17:00 საათამდე ასევე, ვაზისუბნის I მიკრორაიონს, მოსკოვისა და ქეთევან წამებულის გამზირებს გაეთიშება.
