„რუსთავი 2-ის“ ეზოში ინციდენტი მოხდა
„რუსთავი 2-ის“ ეზოში ინციდენტი მოხდა
16:44 02.10.2012
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ეზოში უცნობი პირები შეიჭრნენ და ტელეკომპანიის თანამშრომლებსა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

თვითმხილველთა განცხადებით, ორი უცნობი პირი, რომელთაგან ერთს „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისური ეცვა, ავტომანქანით ტელეკომპანიის ტერიტორიაზე შევიდა და თანამშრომლებს, მათ შორის საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მათივე განცხადებით, აღნიშნული პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, კარი ღია იყო და ამიტომ შევიდა მანქანით და უფრო მეტიც, ის მეზობელ კორპუსში ცხოვრობს და არავის ეკითხება საკუთარ უბანში სად გადაადგილდეს.

ტელეკომპანიის თანამშრომლებმა ადგილზე პატრული გამოიძახეს.

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში არ გადაზრდილა და მას შემდეგ, რაც პროცესში ტელეკომპანიის უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო უცნობებმა „რუსთავის 2-ის“ ეზო დატოვეს.



ბეჭდვა