შსს უბნებთან სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზებას კატეგორიულად უარყოფს
შსს უბნებთან სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზებას კატეგორიულად უარყოფს
01:44 02.10.2012
შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას საარჩევნო უბნების მიდამოებში პოლიციის ქვედანაყოფების განლაგების შესახებ.

სამინისტრომს რამდენიმე წუთის წინ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს პოლიციის ქვედანაყოფებმა საარჩევნო უბნების მიდამოებში ძალა გამოიყენეს და ცეცხლი გახსნეს არის სიცრუე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. პოლიციელები ახორციელებდნენ იმ უბნების გარე პერიმეტრების დაცვას, სადაც დაფიქსირდა გარკვეული პრობლემები. ადგილი არ ქონია არავითარი იარაღის და სპეცსაშუალებების გამოყენებას. ყველა უბანზე, საიდანაც შემოვიდა პოლიციასში განაცხადი და შესაბამისად მოხდა მობილიზება შეკრებილი აქტივისტები დაიშლნენ ყოველგვარი წინაარმდეგობის გარეშე“ - ნათვქმია განცხადებაში.

რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია „მე-9-ე არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია და კადრები, რომ ხაშურშუი ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, მოხდა ფიხიკური დაპირისპირება და გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი გაზი.

ბეჭდვა