რამდენიმე სასულიერო პირი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა.
მამა დავით ისაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი ცესკო-სთან სამართლიანობისა და თავისუფლების გამარჯვების მხარდასაჭერად მივიდნენ.
„დაუშვებელია, რომ ქვეყანაში ადამიანებს აუპატიურებდნენ. ეს არ იყო რამდენიმე მინისტრის დანაშაული, ეს იყო სისტემური” - განაცხადა ისაკაძემ.
სასულიერო პირებმა ცესკო-ს ტერიტორია მალევე დატოვეს.
