თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა
თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა
00:18 02.10.2012
თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.

თავისუფლების მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეკრება უკვე იშლება.

მხარდამჭერები დაახლოებით 20:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე არჩევნებზე ეგზიტპოლების შედეგებსა და სხვა მიმდინარე პროცესებს ადგილზე დამონტაჟებული ეკრანის საშუალებით ადევნებდნენ თვალს.

ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ კი, ისინი ერთმანეთს კოალიციის გამარჯვებას ულოცავდნენ. მათ „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარმა კანდიდატებმაც მიმართეს.

ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.

ბეჭდვა