თავისუფლების მოედანზე შეკრებილი საზოგადოება მონიტორზე პრეზიდენტის გამოჩენას სტვენით შეხვდა
თავისუფლების მოედანზე შეკრებილი საზოგადოება მონიტორზე პრეზიდენტის გამოჩენას სტვენით შეხვდა
22:41 01.10.2012
თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე პრეზიდენტის გამოსვლას ადგილზე შეკრებილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სტვენით შეხვდნენ.

ეკრანზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენისას დაიწყო სკანდირება - „წადი, წადი“.

ამასთან, კოალიციის მხარდამჭერები აპლოდისმენტებით შეხვდნენ პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პროპორციულ არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ხოლო შეკრებილების უკმაყოფილება სააკაშვილის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც მაჟორიტარულ ოლქებში უპირატესობას „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობს.

ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე ხალხის რაოდენობამ მცირედით იკლო.

ამასთან, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავისუფლების მოედანზე ცოტა ხანში კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მივა.

ბეჭდვა