თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ახალგაზრდული ორგანიზაციის კოლონა შეუერთდება
თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ახალგაზრდული ორგანიზაციის კოლონა შეუერთდება
21:32 01.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს შეუერთდება.

ამის შესახებ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ ოფისში შეკრებილ საზოგადოებას თავისუფლების მოედნისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კოალიციის ახალგაზრდების კოლონა რუსთავიდან თბილისის მიმართულებით უკვე მიემართება.

თავისუფლების მოედანზე და დედაქალაქის სხვადასხვა უბანში კოალიციის მხარდამჭერები ეგზიტპოლების გამოცხადებას თვალყურს სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნებდნენ.

ბეჭდვა