საკაბელოებმა „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ტრანსლირება საქართველოს 4 რეგიონში შეწყვიტეს
საკაბელოებმა „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ტრანსლირება საქართველოს 4 რეგიონში შეწყვიტეს
19:04 01.10.2012
საკაბელო ოპერატორებმა ტელეკომპანიების - „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ტრანსლირება საქართველოს 4 რეგიონში შეწყვიტეს.

ამის უფლებას მათ საქართველოს კანონმდებლობა აძლევს, რომლის თანახმად, „მასთ ქერი“ ანუ მაუწყებლობის სავალდებული ტრანზიტის პრინციპი არჩევნების დღემდე მოქმედებდა.

როგორც „მასთ ქერის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან დოლიძემ განაცხადა, აღნიშნული ტელეკომპანიების სიგნალი ფოთში, ოზურგეთში, ახალქალაქსა და გორში მოქმედმა საკაბელოებმა შეწყვიტეს.

„მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ტრანზიტს საკაბელო ოპერატორები ჯერჯერობით აგრძელებენ თბილისში, რისთვისაც დოლიძემ მათ მადლობა გადაუხადა.

„მასთ ქერის“ თანახმად, საქართველოში ყველა საკაბელო ოპერატორს ვალდებულება ჰქონდა, წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარი მომხმარებლისთვის ყველა არხის სიგნალი მიეწოდებინა.

ბეჭდვა