საბურთალოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
საბურთალოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
18:03 05.03.2012
სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება ერთი საათით შეეზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" "თელასიდან" აცნობეს, 10.00 საათიდან 11.00 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების, საბურთალოს, თამარაშვილის, ცინცაძის, შევარდენიძის, ანტონოვსკაიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.



ბეჭდვა