სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღევანდელ არჩევნებს ისტორიულს უწოდებს.
ამის შესახებ მან თბილისის #4 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც ხმა მისცა.
„არსებობს სამი დიდი სიწმინდე - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. მე მივეცი ხმა მათ, ვინც დაიცავს ამ უდიდეს ფასეულობებს, საქართველოს თავისუფლებას და წინსვლას“-ბრძანა პატრიარქმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო განვითარების გზაზე დადგება და თავის დიდ ტრადიციებს შეინახავს.
