თბილისის მერიამ დასაქმების მსურველთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა გადამზადება დაიწყო
თბილისის მერიამ დასაქმების მსურველთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა გადამზადება დაიწყო
17:55 05.03.2012
თბილისის მერიამ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით დასაქმების მსურველთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა გადამზადება დაიწყო.

პროექტის მიხედვით, გადამზადების პროგრამაში მსურველები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, კურსს შემდეგ სპეციალობებში გადიან - სამკერვალო წარმოების სპეციალისტი - ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კერვა, მექანიკოსი, კონსტრუქტორი და ხარისხის სპეციალისტი.

სასწავლო კურსები სამთვიანია და როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ მეცადინეობებს მოიცავს.

პროფესიული გადამზადების პროექტში ოთხი სასწავლო ცენტრი ,,პროფესიონალი, ,,დემეტრე-96", ,,მერმისი" და ,,მარგი" მონაწილეობს.

2012 წლიდან სახელმწიფო 1 000 ლარიანი ვაუჩერით, პროფესიულ სასწავლებელში სწავლების ყველა იმ მსურველს აფინანსებს, ვინც მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს გადალახავს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები კი - პროფესიულ უნარ-ჩვევებს უფასოდ ეუფლებიან.

2012 წელს თბილისის მერიის ინიციატივით, ტექსტილის გამოფენა გაიმართება, რომელშიც გადამზადების პროექტში მონაწილე კურსდამთავრებულები მიიღებენ მონაწილეობას.

ბეჭდვა