არჩევნებთან დაკავშირებით დღევანდელი დღე უქმეა
არჩევნებთან დაკავშირებით დღევანდელი დღე უქმეა
07:45 01.10.2012
საარჩევნო კოდექსის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დღევანდელი დღე მთელი საქართველოს მასშტაბით უქმე დღედაა გამოცხადებული.

დღეს დედაქალაქში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი და მიკროავტობუსები.

„მეტროპოლიტენი“ მგზავრებს ჩვეულებრივ დილის 06:00-დან 24:00 საათამდე, ხოლო ავტობუსები 07:00 საათიდან დაახლოებით 23:00 საათამდე ემსახურებიან.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს მიკროავტობუსებიც - 06:30 საათიდან 23:00 საათამდე.

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნების 1 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განკარგულება 1 აგვისტოს გამოსცა. 
ბეჭდვა