„მაესტრო“ საკაბელო კომპანიებს must carry-ის პრინციპების გაგრძელებას თხოვნით მიმართავს
„მაესტრო“ საკაბელო კომპანიებს must carry-ის პრინციპების გაგრძელებას თხოვნით მიმართავს
18:14 30.09.2012
ტელეკომპანია „მაესტრო“ საკაბელო ოპერაორებს ე.წ must carry-ის პრინციპების გაგრძელებას თხოვნით მიმართავს.

„ჩვენ ტელეკომპანია „მაესტროს“ მერსაკუთრეები მოგმართავთ თხოვნით, თქვენი საკაბელო ქსელის საშუალებით must carry-ის პრინციპების ამოწურვის შემედეგაც გააგრძელოთ „მაესტროს“ გავრცელება. მოგიწოდებთ მიუკერძოებელი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ, არაპოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისკენ, პატიოსანი სამოქალაქო პოზიციის დაცვისა და უკანონო ზეწოლასთან არშეგუებისკენ“ - აცხადებენ ტელეკომპანიაში.

„მაესტროს“ მფლობებელების განცხადებით, საკაბელო კომპანიების გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ის უნდა გამომდინარეობდეს მოხოლოდ მოქალაქეთა ინტერესების დაცვისგან.

„ნუ დაუხშობთ საკუთარ აბონენტებს ინფორმაციის მიღების წყაროს. ნუ შეუწყობთ ხელს ქვეყანაში ანტიდემოკრატიული პროცესის დანერგვას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ, ქართული საკაბელო კომპანიების მფლობელები საზოგადოებას საკუთარი პატიოსნების, მიუკერძოებლობისა და კეთილგონიერების სანიმუშო მაგალითს მისცემთ და დაასტურებთ, რომ გსურთ ცხოვრება და მუშაობა ქვეყანაში, სადაც თავისუფალ სიტყვას არ ახშობენ“ - ნათქვამია ტელეკომპანია „მაეტროს“ მიმართვაში.

must carry-ის პრინციპის მოქმედების ვადა დღეს 24:00 საათზე იწურება.

ბეჭდვა