სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
18:04 30.09.2012
კახეთის პირველ ჩიხში მზესუმზირის გადამამუშავებელ სასაწყობე ფართს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც „ნიუსპრესს“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, საწყობის 100-150 კვადრატული მეტრი ფართის სახურავი დაიწვა.

ადგილზე 7 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ამჟამად, ხანძრის საბოლოო ლიკვიდირებისთვის ადგილზე მხოლოდ ერთი მანქანა რჩება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ბეჭდვა