ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი“, ხვალინდელი საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს თბილისში განახორციელებს.
როგორც კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი აცხადებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციის მობილური ჯგუფები საარჩევნო მონიტორინგს ძირითადად, თბილისის საარჩევნო ოლქებსა და უბნებში განახორციელებენ.
მისი თქმით, „ჩვენი უფლებებისთვის“ წარმომადგენლები აღმოჩენილი დარღვევების შესახებ მედიას ინფორმაციას ოპერატიულ რეჟიმში მიაწვდიან. ასევე, კენჭისყრის დღის ბოლოს ჩატარდება სპეციალური ბრიფინგი.
