არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსტყიბულის მუნიციპალიტეტში დააკვირდება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტყიბულში პარლამენტის წევრობის მანდატისთვის ორი გამოკვეთილი კანდიდატი იბრძვის – კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებიდან“ ელისო ჩაფიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პავლე კუბლაშვილი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთი ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციის წარმომადგენლები არჩევნებს ტყიბულში თითქმის ყველა უბანზე დააკვირდებიან.
ორგანიზაცია კოორდინირებულ ურთიერთობაში იქნება კოალიცია „ქართული ოცნების“ ადგილობრივ შტაბთან და ნებისმიერი ხარვეზის შესახებ ინფორმაციას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს მიაწვდის.
ცსკო-ს მონაცემებით, ტყიბულში 23 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. ტყიბული #57 საარჩევნო ოლქს წარმოადგენს და მუნიციპალიტეტში გახსნილია სულ 37 საარჩევნო უბანი.
