„ლაბორატორია 1918“-ის წევრს სანდრო ცაგარელს ჯარიმას ცისანა სეფიაშვილი გადაუხდის
„ლაბორატორია 1918“-ის წევრს სანდრო ცაგარელს ჯარიმას ცისანა სეფიაშვილი გადაუხდის
13:13 30.09.2012
„ფონდი ქომაგის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც მშვიდობიანი აქციის დროს დაჯარიმებულ მოქალაქეების მხარდაჭერას ითვალისწინებს, სტუდენტური ორგანიზაცია „ლაბორატორია 1918“-ის ერთ-ერთ დაჯარიმებულ წევრს - სანდრო ცაგარელს დაკისრებული ჯარიმის თანხით დაეხმარებიან.

ფონდის ცნობით, მათ 25 სექტემბერს გააკეთეს განცხადება და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით მხარდაჭერა აღუთქვეს მშვიდობიანი აქციის ფარგლებში დაჯარიმებულ მოქალაქეებს. აღნიშნულ განცხადებას სამოქალაქო საზოგადოება გამოეხმაურა, რომელმაც დახმარების სურვილი გამოთქვა. ერთ-ერთი მათგანი ცისანა სეფიაშვილია, რომელიც თავად უზრუნველყოფს სტუდენტური გაერთიანება „ლაბორატორია 1918“-ის ერთ-ერთ დაჯარიმებული წევრის - სანდრო ცაგარელისადმი დაკისრებული ჯარიმის ოდენობის გადახდას.

ამასთან, ფონდი კიდევ ერთხელ მოვუწოდებს მშვიდობიანი აქციის ფარგლებში დაჯარიმებულ მოქალაქეებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზად არის მათ დასახმარებლად.

სანდრო ცაგარელი რამდენიმე დღის წინ, თსუ-ს პირველ კორპუსთან კონცერტის შემდეგ დააკავეს. მას სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ბეჭდვა