საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ხაშურში იმყოფებოდა, სადაც საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პრეზიდენტი სკოლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ხატია დეკანოიძესთან ერთად ესტუმრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა სკოლა სანიმუშო უნდა იყოს.
მიხეილ სააკაშვილი მოსწავლეებსაც შეხვდა, მათ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მან სკოლების რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა სწრაფად უნდა მოგვარდეს.
