მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს
09:55 30.09.2012
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.

წმინდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა. იგი ადრე დაქვრივდა. ქრისტიანი დედა თავის სამ ასულს - პისტს, ელპიდსა და აღაპს ქრისტიანული რწმენით ზრდიდა. ისინი არ მალავდნენ, რომ ქრისტიანები იყვნენ, რის გამოც ისინი იმპერატორ ადრიანესთან დაასმინეს.

იმპერატორის ბრძანებით, წმინდანები რომში ჩაიყვანეს. თავიდან მეფე ქალწულების გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ ისინი საშინლად აწამა. პისტი ამ დროს 12 წლის იყო, ელპიდი - 10, ხოლო აღაპი 9-ის.

იმპერატორმა წმინდა სოფიოს უფრო მკაცრი განაჩენი გამოუტანა. მას აიძულებდნენ ეყურებინა როგორ აწამებდნენ მის შვილებს. საბოლოოდ, ქალწულებს თავები მოჰკვეთეს და დედას უბრძანეს, მათი სხეულები თავად დაემარხა.

წმინდა სოფიომ შვილების ნაწამები სხეულები შეაგროვა და ქალაქის გარეთ დაკრძალა. ის სამი დღის განმავლობაში მათ საფლავს არ მოშორებია. მესამე დღეს კი, თავადაც აღესრულა.

მორწმუნეებმა წმინდა სოფიო ქალიშვილების გვერდით დაკრძალეს. მოწამეთა წმინდა ნაწილები 777 წლიდან ელზასში, ეშოს ეკლესიაში განისვენებს.

ბეჭდვა