საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დღეს ყველა ეპარქიაში საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება.
წირვის შემდეგ მოძღვრები და მრევლი საეკლესიო ბაირაღებითა და ჯვარ-ხატებით, ლოცვითა და გალობით, ნაკურთხი წყლის სხურებით თავისი ტაძრების მიმდებარე ტერიტორიას შემოივლიან და შემდეგ, წინასწარ დადგენილი მარშრუტით სხვა ტაძრების მღვდელმსახურებსა და მრევლს შეუერთდებიან.
სხვადასხვა ტაძრებიდან გაერთიანებული მრევლი ერთად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი პარაკლისს შეასრულებს.
რამდენჯერმე წაიკითხავენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ლოცვას - „მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო“.
სოფლებისა და ქალაქების კურთხევის პირველი დღე გუშინ გაიმართა.
