„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ბიძინა ივანიშვილს პირადი დაცვის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ბიძინა ივანიშვილს პირადი დაცვის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს
17:24 29.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს პირადი დაცვის  გაძლიერებისაკენ მოუწოდებს.

როგორც „ნიუსპრესს“ „უფლებადამცველთა გაერთიანებიდან“ აცნობეს, საქმის გარემომებებიდან ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას გატაცებაში ხელისუფლებას მიუძღვის წვლილი.

სწორედ ამიტომ, ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ ამჯერად შეტევა თავად ბიძინა ივანიშვილზეც განხორციელდეს.

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ბიძინა ივანიშვილს დაცვის გაძლიერებისა და მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს ხოლო საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, რომ თუკი მართლა რაიმე ხერხებით შეეცდება ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობას, იგი ქართველი ხალხის რისხვას ვერ გაექცევა და ისე დაასრულებს თავის კარიერას როგორც ჩაუშესკუ და მუამარ კადაფი“- აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

ბეჭდვა