ვაკის პარკიდან მიმავალ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს რამდენიმე საულიერო პირი შეუერთდა
ვაკის პარკიდან მიმავალ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს რამდენიმე საულიერო პირი შეუერთდა
15:47 29.09.2012
ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გზად რამდენიმე სასულიერო პირი შეუერთდა.

როგორც მსვლელობის დროს ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახურმა დეკანოზმა გიორგი დორეულმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან 16:00 საათზე დასაწყები მწუხრის ლოცვა 14:00 საათზე ჩაატარა, რათა „ქართული ოცნების“ აქციას შეერთებოდა. მისივე თქმით, ხალხის მოთმინების ფიალა აივსო, რადგან მოთმინება ყოველთვის არ ნიშნავს სიმშვიდეს.

„წმინდა მამები ამბობენ, რომ სულ სხვაა სიმშვიდე და სხვაა უგუნურება“ - განაცხადა მამა გიორგი დორეულმა.

მსვლელობის გამო ჭავჭავაძის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ვაკის პარკიდან მიმავალ მხარდამჭერებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილი სტუდენტები უნდა შეუერთდნენ.



ბეჭდვა