დღეიდან ტელეარხ „ენკი-ბენკიზე“ ყოველკვირეული საბავშვო ეკოგადაცემა გავა
დღეიდან ტელეარხ „ენკი-ბენკიზე“ ყოველკვირეული საბავშვო ეკოგადაცემა გავა
09:54 29.09.2012
საბავშვო ტელეარხ „ენკი-ბენკიზე“ დღეიდან ეთერში გავა ყოველკვირეული საბავშვო გარემოსდაცვითი ტელეპროგრამა „ეკოვიზია“.

გადაცემა შაბათობით 12.45 საათზე გავა.

გადაცემების განმეორებითი ჩვენება 4 სექტემბერს 19.30 საათზე შედგება.

,,ეკოვიზიის“ თითოეული გადაცემა, მიეძღვნება სხვადასხვა გარემოსდაცვით პრობლემას. გადაცემები საბავშვო თოქ-შოუს ფორმატში წარიმართება. ამასთან ერთად, იქნება შემეცნებითი ნაწილი, გარემოსდაცვითი თამაში, სამეცნიერო ექსპერიმენტი და სტუდიის გარე სიუჟეტი.

ყველა გადაცემას ეყოლება ბავშვებისთვის საყვარელი სტუმარი, რომელიც კონკრეტულ გარემოსდაცვით პრობლემაზე ისაუბრებს.

ტელეპროექტის მთავარი გზავნილია, თუ როგორ შეუძლიათ ბავშვებს შეიტანონ თავიანთი წვლილი გარემოს დაცვა საქმეში.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოხედვა/ECOVISION, საერთაშორისო სასკოლო პროექტის SPARE ფარგლებში.

პროექტი თანადაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.




ბეჭდვა