საქართველოს პირველ ლედის, სანდრა რულოვსს სურს, რომ საქართველო იდეალური სახელმწიფო იყოს.
ამის შესახებ მან დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებაზე განაცხადა.
როგორც რულოვსმა აღნიშნა, მას ხშირად აწვდიან წერილებს და დახმარებას სთხოვენ, რომლებიც არამხოლოდ ჯანდაცვის საკითხებს, არამედ უკანონობას და უსამართლობასაც ეხება.
პირველი ლედი უკანასკნელ ხანებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. რულოვსის თქმით, პატიმართა წამების კადრები, რომლებიც საზოგადოებამ იხილა, „ძალიან გასანერვიულებელი იყო“.
„მე ვიცი, რომ ეს სხვაგანაც ხდება, მაგრამ მე ამას სხვანაირად ვუყურებ. მინდა, რომ საქართველო იყოს არა როგორც სხვა ქვეყნები, არამედ უფრო მაგარი, უფრო ჰუმანური, უფრო იდეალური, უფრო სამაგალითო. ასეთი ნიჭიერი ხალხი გვყავს, ასეთი უნიკალური ქვეყანაა“ - განაცხადა რულოვსმა და დასძინა, რომ ის საქართველოზე შეყვარებულია და სურს, თავისი ცხოვრება სწორად საქართველოში გაატაროს.
