ბაქრაძემ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი წარადგინა
ბაქრაძემ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი წარადგინა
16:00 05.03.2012
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი დირექტორი გიორგი კეკელიძე ოფიციალურად წარადგინა.
ბაქრაძემ ვებ-გვერდის ლიბ.გე-ს დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე წარმატებულ ახალგაზრდად დაასახელა.
"ვცდილობდით შეგვერჩია ისეთი ადამიანი, რომელიც მისაღები იქნებოდა ყველასთვის, შემოიტანდა ახალ ხედვას და ახალ იდეოლოგიას. ეროვნული ბიბლიოთეკა უნდა გახდეს ადგილი, რომელიც დიდ როლს ითამაშებს ქართულ საზოგადოებაში, იქცევა თავშეყრის და აკედემიური დისკუსიების ადგილად"- განაცხადა ბაქრაძემ
მისივე თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის კანდიდატურაზე მსჯელობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბეჭდვა