„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
ამ დროისთვის ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები ისევ რჩებიან.
„ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისს ცეცხლი დაახლოებით, ერთი საათის წინ გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადაგენილი არ არის, თუმცა, ვარაუდობენ, რომ იგი შენობის ბოლო სართულზე მიმდინარე სამუშაოების დროს გაჩნდა.
ადგილზე 20 სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით, 20 წუთში მოხერხდა.
დამწვარია შენობის ვაკის პარკის მხარეს მდებარე გვერდითა ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
