FORSA-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა
FORSA-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა
15:50 28.09.2012
გერმანული კვლევითი ცენტრის FORSA-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% საქართველოს პრემიერ-მინისტრად კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა.

კვლევის თანახმად, კითხვაზე - „ვის აირჩევდით პრემიერ-მინისტრის პოსტზე?“ გამოკითხულთა 25% ვანო მერაბიშვილს აირჩევდა, ხოლო 25%-მა არ იცის ან პასუხისგან თავი შეიკავა.

როგორც კვლევაზე აღინიშნა, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი აგვისტოსთან შედარებით, 9%-ით გაზრდილია, ხოლო ვანო მერაბიშვილის 23%-ით შემცირებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ გამოკითხული მხარდამჭერების 78% პრემიერად ვანო მერაბიშვილს აირჩევდა, 5% ბიძინა ივანიშვილს, ხოლო 17%-მა არ იცის ან უჭირს პასუხის გაცემა.

„ქართული ოცნების“ გამოკითხული მხარდამჭერების 90% პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა, 4% ვანო მერაბიშვილს, 6%-მა კი, არ იცის ან აღნიშნულ შეკითხვას არ უპასუხა.

FORSA-ს მიერ აღნიშნული კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-25 სექტემბერს ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წელს ზემოთ 1 943 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება +/-2,5%-ია.

ბეჭდვა