გერმანული კვლევითი ცენტრის FORSA-ს წინასაარჩევნო კვლევის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 19 -25-% მდე მერყეობს.
კვლევის თანახმად, კოალიცია „ქართული ოცნების“ რეიტინგი 65-70% მდეა.
ასევე, კვლევა აჩვენებს, რომ FORSA-ს მიერ ჩატარებულ წინა კვლევასთან შედარებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგმა 18%-ით იკლო, ხოლო „ქართული ოცნების“ რეიტინგმა - 16%ით იმატა.
გამოვლინდა, რომ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 88% აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. გამოკითხულთა 80%-ს აზრით, სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილ დანაშაულებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს. აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა 86%-მა წინა არჩევნებში ხმა „ნაციონალურ მოძრობას“ მისცა.
გერმანულმა კვლევითმა ცენტრმა მთელი საქართველოს მასშტაბით, წინასაარჩევნო კვლევა 20-25 სექტემბერს ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით 1 943 რესპოდენტი გამოიკითხა.
