პრეზიდენტმა ახმეტაში ახალი საავადმყოფო გახსნა
პრეზიდენტმა ახმეტაში ახალი საავადმყოფო გახსნა
15:40 05.03.2012
მიხეილ სააკაშვილმა ახმეტაში ახალი სამედიცინო ცენტრი გახსნა.
პრეზიდენტის განცხადებით, პაციენტები ძველ საავადმყოფოებში იმის გამო ვერ დადიოდნენ, რომ საავადმყოფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის არავითარი პირობები არ ჰქონდა, ახალი საავადმყოფოები კი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
"საქართველოში შემოვიდა თანასწორობის იდეა, რომ თუ რამე უმაღლესი სტანდარტის არსებობს, პირველ რიგში იქ გაკეთდა, სადაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირს. იმიტომ რომ, საქართველო მხოლოდ ხალხს ეკუთვნის"- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველო გზების, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობით გამდიდრების გზას ადგას.
"თუკი ჩემი ქვეყანა უკეთესად იცხოვრებს, რათქმაუნდა მე უფრო მდიდარი ვიქნები, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქონებრივი დეკლარაცია არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც 5 – 6 წლის წინ იყო. ჩემი დეკლარაცია მთლიანად საქართველოა და ის ახალი მშენებლობები, რაც ახლა მიმდინარეობს" - განაცხადა პრეზიდენტმა

ბეჭდვა