„თავისუფალი საქართველოს“ შტაბის უფროსმა პარტია დატოვა და „სამოქალაქო მოძრაობას“ შეუერთდა
„თავისუფალი საქართველოს“ შტაბის უფროსმა პარტია დატოვა და „სამოქალაქო მოძრაობას“ შეუერთდა
12:25 28.09.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ შტაბის უფროსმა გაიოზ ჩარკვიანმა პარტია დატოვა და „სამოქალაქო მოძრაობას“ შეუერთდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრვ დარბაზ „ჯაზუში“ საგანგებო ბრიფინი გაიმართა.

როგორც ჩარკვიანმა ჟურნალსტებს განუცხადა, ის „სამოქალაქო მოძრაობაში“ წინა წლებშიც ჩართული იყო და ახლა ისევ მას უბრუნდება.

„ვუერთდები „სამოქალაქო მოძრაობას“, მათ შორის, „გადაარჩინე სიცოცხლეს“. აქ არ იგულისხმება არც ერთი პარტია, აქ მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესებია, რადგან მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების აზრი დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შორის არსებული დაპირისპირება“-განაცხადა ჩარკვიანმა.

როგორც სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარემ იური ვაზაგაშვილმა განაცხადა, ჩარკვიანმა ზუსტი ნაბიჯი გადადგა და იქ მივიდა, სადაც საჭირო იყო. მისი თქმით, დღეს სამოქალაქო მოძრაობა გაძლიერებას საჭიროებს, რათა არჩევნებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

„მივესალმები მის ამ ნაბიჯს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი შემოგვიერთდება“-აღნიშნა ვაზაგაშვილმა.

ბეჭდვა