ტელეკომპანია "მე-9 არხის" დირექტორი კახა ბექაური ჟურნალისტების ნათია ლაზაშვილისა და ვახო სანაიას "მე-9 არხთან" თანამშრომლობას უარყოფს.
ამის შესახებ მან დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
"არხის ყველა წამყვანი სახის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მოსახლეობა მაშინვე იქნება იფორმირებული. ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ ნათია ლაზაშვილი და ვახო სანაია "მე-9 არხის" თანამშრომლები არ არიან", - აღნიშნა ბექაურმა.
რაც შეეხება ვაკო ავალიანისა და ეკა ბერიძის "მე-9 არხში" მუშაობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ბექაური მას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
მისივე განმარტებით, ტელევიზიაში კადრების შერჩევა მიმდინარეობს და ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნების შესახებ არხი საზოგადოებას ინფორმაციას მყისიერად მიაწვდის.
