"მე-9 არხში" საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნება
"მე-9 არხში" საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნება
15:27 05.03.2012
ტელეკომპანია "მე-9 არხში" საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნება.  

ამის შესახებ არხის დირექტორმა კახა ბექაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ტელევიზიაში შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო, რომლის წევრების ვინაობა დგინდება. საბჭო ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს",- განაცხადა ბექაურმა.

მისივე განმარტებით, არხის ყოფილი დირექტორი ლაშა ჟვანია ტელეკომპანიაში დარჩება და მუშაობას გააგრძელებს.

ამასთან, ჯერ უცნობია კონკრეტულად როდის დაწიყებს ტელეკომპანია მაუწყებლობას.

ბეჭდვა