„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
09:15 28.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას - „წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები“ გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, კვლევა განხორციელდა პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში.

ანგარიშში გაანალიზებულია წინასაარჩევნო პროცესები 2012 წლის 1 აგვისტოდან 28 ოქტომბრამდე და განხილულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე ზეწოლის ფაქტები, ასევე, სახელმწიფოს სამართლებრივი და ინსტიტუციური რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევები.

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართება.

ბეჭდვა