„სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მეთოდოლოგიის პრეზენტაციას გამართავს
„სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მეთოდოლოგიის პრეზენტაციას გამართავს
19:55 27.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ხვალ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დღის  სადამკვირვებლო მისიის მეთოდოლოგიის პრეზენტაციას გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, 1 ოქტომბერს „სამართლიანი არჩევნები“ საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში ფართომასშტაბიან მონიტორინგს განახორციელებს.

მათივე ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაცია ხმებს პარალელურად დაითვლის (PVT), რომელიც გამოცდილ და სტატისტიკურად გამართულ მეთოდოლოგიას ეფუძნება.

პრეზენტაცია მიზნად ისახავს ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენას და „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიის შესახებ სხვა მნიშვნელოვანი გეგმების გაცნობას.

„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ევროპის კავშირისა (EU) და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“, ასევე, „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” (NED) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (EWMI G-PAC) მიერ.

ბეჭდვა