ფილარმონიასთან დღეს გამართული აქცია, რომელიც პატიმართა წამების წინააღმდეგ იყო მიმართული, უკვე დასრულებულია.
ორგანიზატორების განცხადებით, მორიგი აქცია ფილარმონიასთან ხვალ 17.00 საათზე გაიმართება და იგი ბოლო შეკრება იქნება არჩევნებამდე.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ალექსანდრე კობაიძემ აღნიშნა, ახალგაზრდები და უფებადამცველები პრინციპულები იქნებიან. თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდა, არჩევნების შემდეგ აქცია ახალი ძალით განახლდება. მოთხოვნები კი, ყველა იმ პირის დასჯა და პასუხისგებაში მიცემაა, ვინც პარიმართა წამებასთან არის კავშირიში.
