გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები სტუდენტთა საპროტესტო აქციებს სოლიდარობას უცხადებენ
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები სტუდენტთა საპროტესტო აქციებს სოლიდარობას უცხადებენ
17:18 27.09.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები სტუდენტთა საპროტესტო აქციებს სოლიდარობას უცხადებენ და მათ მოთხოვნებს სამართლიანს უწოდებენ.

ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც facebook-ზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის გვერდზე გამოქვეყნდა.

„უკანსაკნელ დღეებში მთელმა საქართველომ იხილა კადრები, რომლებმაც ცხადყო ერთ კონკრეტულ სისტემაში საზარელი დანაშაულებრივი ფაქტების არსებობა.
სახელმწიფო სისტემის ამა თუ იმ სეგმენტში არსებული უკანონობის აღკვეთის ერთ-ერთ ქმედით ფორმას საზოგადოების მკვეთრი და მკაფიო პოზიცია წარმოადგენს. ასეთ ვითარებაში სამართლიანი პროტესტის გამოხატვის ვალდებულება ყველა მოქალაქეს აქვს, დასაქმების ადგილისა თუ პარტიული კუთვნილების მიუხედავად.
არაერთი წელი უმაღლესი სასწავლებლებისთვის სტუდენტთა შერჩევას ვემსახურებოდით - უშუალო შეხება გვქონდა იმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც შეძლეს და მთელი ქვეყნის, მსოფლიოს გასაგონად გამოხატეს პროტესტი. დღეს, გარდა სურვილისა, პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ, მხრდაჭერა გამოვუცხადოთ სტუდენტთა გამბედავ და მთელი ერისთვის სანიმუშო საქციელს“ - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ისინი უერთდებიან სამართლიან პროტესტს და მიმართავენ კერძო თუ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადონ სტუდენტთა საპროტესტო მოძრაობას, მათ კანონიერ და სამართლიან მოთხოვნებს.

ბეჭდვა