თბილისში, დღეს „ლაგუნა ვერესთან" მდებარე ახალი ესტაკადა გაიხსნა. როგორც „ნიუსპრესს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ესტაკადის საშუალებით, სატრანსპორტო
ნაკადებს შესაძლებლობა აქვთ გმირთა მოედნიდან მოძრაობა გააგრძელონ მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მიმართულებით.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებით, მარჯვენა სანაპიროზე არსებული ყველა პრობლემური სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა, აღნიშნულ პერიმეტრზე გაუქმდა შუქნიშნები და სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
მიმდინარე თვეში, მარჯვენა სანაპიროზე უკვე დასრულდა ესტაკადების მშენებლობა - ბარათაშვილის ხიდთან, კოსტავას ქუჩაზე, ლაგუნა ვერესთან, რომელიც სანაპიროსა და გმირთა მოედნას ერთმანეთთან აკავშირებს. ასევე, დასრულდა გალაქტიონის ხიდთან გვირაბისა და პანდუსების მშენებლობა.
