პატრიარქის თქმით, ადამიანებმა ერთმანეთს უნდა მოუსმინონ და დაეხმარონ
პატრიარქის თქმით, ადამიანებმა ერთმანეთს უნდა მოუსმინონ და დაეხმარონ
13:38 27.09.2012
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღვლენილი  წირვის ბოლოს, ჯვრის ძალასა და მნიშვნელობაზე იქადაგა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, დღეს პატიოსანი ჯვრის დღესასწაულია. ადამიანმა კი, კიდევ ერთხელ უნდა იფიქროს იმის შესახებ, თუ როგორ გამოისახება ჯვარი ჩვენში, ანუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ.

პატრიარქის განმარტებით, ჯვარი ადამიანის წამების იარაღი იყო, როდესაც მასზე დამნაშავეებს აკრავდნენ. დღეს კი, ჯვარი უდიდესი ძალა გახდა. ყველა ადამიანს ნათლობის დროს ჯვარს ჰკიდებენ, ხოლო როცა ამ ქვეყნიდან მიდს, საფლავზე ჯვარს აღმართავენ.

უწმინდესის განცხადებით, წმინდა მამები ამბობენ, რომ ეშმაკს შეუძლია ნებისმიერი საიდუმლო აჩვენოს, მაგრამ არ შეუძლია ჯვრისა ღვთისმშობლის დათრგუნვა.

„დღეს ხშირად ამბობენ - მთავარია ადამიანი მორწმუნე იყოს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ერთმანეთს უნდა დაეხმარონ და მოუსმინონ. ჯვარი განუყოფელია და მას სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ“ - ბრძანა პატრიარქმა და დასძინა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს უნდა მოუსმინონ.

ბეჭდვა