გმირთა მემორიალი ახალგაზრდა „ქრისტიან-დემოკარტებმა“ გვირგვინით შეამკეს
გმირთა მემორიალი ახალგაზრდა „ქრისტიან-დემოკარტებმა“ გვირგვინით შეამკეს
11:14 27.09.2012
სოხუმის დაცემის 19 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან დღეს დილიდან   პოლიტიკოსები და ახლობლები მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ცოტა ხნის წინ მემორიალი გვირგვინით ახალგაზრდა „ქრისტიან-დემოკრატებმა“ შეამკეს.

როგორც მოძრაობის ახალგაზრდული ორგანოზაციის წარმომადგენელმა გიორგი პაპელიშვილმა აღნიშნა, სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის შემკობა ყველა ახალგაზრდის ვალდებულებაა.

მემორიალთან, ასევე, იმყოფებოდნენ „ევროპელი დემოკრატები“ და ომის ვეტერანები. დღის განმავლობაში მემორიალთან პოლიტიკური პარტიების სხვა წარმომადგენლებიც გეგმავენ მისვლას.

ბეჭდვა