ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დირექტორი ეწვევა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დირექტორი ეწვევა
09:13 27.09.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს ეგვიპტის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მსოფლიო ელექტრონული ბიბლიოთეკის აღმასრულებელი  დირექტორი, ეგვიპტის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი ისმაილ სერაგელდინი ეწვევა.

ილიაუნის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულებისას ისმაილ სერაგელდინს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება გადაეცემა.

შეხვედრა სასწავლებლის G კორპუსში შედგება. საუბარი ინგლისურ ენაზე წარიმართება.

ბეჭდვა