მოძრაობა „დავითიანნის“ წარმომადგენლები დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულზე, პატიმართა მიმართ სოლიდარობის დასაფიქსირებლად, სპორტის
სასახლიდან ფეხით მსვლელობას მოაწყობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ მოძრაობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ისინი მეტეხის ხიდის მიმართულებით წავლენ და მსვლელობა სწორედ ხიდთან დასრულდება.
მოძრაობის წევრებმა ანალოგიური მსვლელობა 25 სექტემბერს სპორტის სასახლიდან სიონის საკათედრო ტაძრის მიმართულებით მოაწყვეს.
