ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ხვალ ეგვიპტის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მსოფლიო ელექტრონული ბიბლიოთეკის აღმასრულებელი დირექტორი,
ეგვიპტის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი ისმაილ სერაგელდინი ეწვევა.
ილიაუნის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულებისას ისმაილ სერაგელდინს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება გადაეცემა.
შეხვედრა სასწავლებლის G კორპუსში შედგება. საუბარი ინგლისურ ენაზე წარიმართება.
