ორგანიზაცია „Generations For Peace”-ის ეგიდით ხვალ თბილისში ლექცია-სემინარების ციკლი იწყება
ორგანიზაცია „Generations For Peace”-ის ეგიდით ხვალ თბილისში ლექცია-სემინარების ციკლი იწყება
19:27 26.09.2012
საერთაშორისო არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია „Generations For Peace”-ის ეგიდით ხვალ თბილისში სასტუმრო „ჰოლიდეი ინ”-ში სამდღიანი ლექცია-სემინარების ციკლი იწყება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სემინარები მშვიდობის თემატიკას ეძღვნება. ლექციებს ამავე ორგანიზაციის ქართველი დელეგატები ჩაატარებენ.

ორგანიზაცია „Generations For Peace” 2007 წელს ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებელი და სპონსორი იორდანიის პრინცი ფეისალ ალ ჰუსეინია. ორგანიზაციის მიზანია მსფლიოში მშვიდობის გავრცელების ხელშეწყობა. 2007 წლიდან დღემდე მოეწყო რამდენიმე საერთაშორისო ბანაკი, რომელშიც განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური თუ რასობრივი ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მომზადდა 6 000-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 45 ქვეყნიდან - ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან, ევროპიდან და აზიიდან. სხვადასხვა პროგრამული სწავლებებით ორგანიზაცია ცდილობს ახალგაზრდებში აამაღლოს სამოქალაქო საზოგადოებრივი თვითშეგნება, ხელი შეუწყოს მათში ტოლერანტობის განცდის გაღვივებას და კონფლიქტური მდგომარეობების მართვის და გადაწყვეტის ხელოვნება შეასწავლოს.



ბეჭდვა