ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ საკუთარი დამკვირვებლების გამოცდის მიზნით, ხმების პარალელური დათვლის სრული სიმულაცია ჩაატარა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სიმულაციის პროცესის ერთი საათის განმავლობაში დამკვირვებელთა 97 პროცენტმა ანგარიშგება წარმატებულად განახორციელა.
„სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს, რაც სტატისტიკურად შემთხვევით შერჩეული უბნებიდან არჩევნების დღეს ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს გულისხმობს.
„დღევანდელი სიმულაცია ,,სამართლიანი არჩევნების’’ მისიის წინასაარჩევნო მომზადების ნაწილია და მიზნად ისახავდა დამკვირვებლების, ცენტრალური ოფისის ოპერატორების, მონაცემთა ბაზისა და კომუნიკაციის სისტემის გამოცდას“-აღნიშნავს ორგანიზაცია.
,,სამართლიანმა არჩევნებმა’’ დამკვირვებელთა ორდღიანი ტრენინგები 5- 24 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღევანდელი წარმატებული სიმულაციის შემდეგ მისი სადამკვირვებლო მისია არჩევნების დღისთვის მზადაა.
