ფილარმონიასთან საინიციატივო ჯგუფის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების წამების ფაქტებს აპროტესტებენ.
ისინი პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა პირის დასჯას, აღნიშნული აქციის ორგანიზატორის უფლებადამცველი დაჩი ცაგურიას და მისი მეგობრის ლევან ალადოშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, აქციები მანამ არ დასრულდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
როგორც კობაიძე აცხადებს, ფილარმონიასთან შეკრებილებს მალე შეუერთდება სტუდენტთა ის ნაწილი, რომლებიც აქციას კანცელარიასთან მართავენ.
უფლებადამცველების და სტუდენტების საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერით, პატიმართა წამების კადრები გავრცელდა.
