„მაესტროს“ ინფორმაციით, შსს-ს მიერ კრიმინალურ ავტორიტეტად მოხსენიებული რევიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორია
„მაესტროს“ ინფორმაციით, შსს-ს მიერ კრიმინალურ ავტორიტეტად მოხსენიებული რევიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორია
17:14 26.09.2012
ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში კრიმინალურ ავტორიტეტად მოხსენიებული ლევან რევიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორია.

როგორც რევიშვილის მეზობლები „მაესტროსთან“ საუბარში აცხადებენ, მისი კრიმინალური საქმიანობის შესახებ მათთვის არაფერია ცნობილი.

მათივე თქმით, რევიშვილი დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორია და მოსახლეობის მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედრებს კოორდინაციას უწევს.

შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერის მიხედვით, კრიმინალურ ავტორიტეტ ლევან რევიშვილად მოხსენებული პირი ვინმე ვოვა ერემიანს, ასევე ზაზა ჯიმშიტაშვილს, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამომრჩევლის მობილიზაციას სთხოვს. ჩანაწერის მიხედვით, რევიშვილი „კანონიერი ქურდის“ დავით ხიზანიშვილის დავალებით მოქმედებს.


ბეჭდვა