სპორტსმენები და სტუდენტები ფილარმონიასთან იმყოფებიან
სპორტსმენები და სტუდენტები ფილარმონიასთან იმყოფებიან
17:04 26.09.2012
სპორტსმენები და სტუდენტები, რომლებიც ფეხით მსვლელობით მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან, უკვე ფილარმონიასთან იმყოფებიან.

ფილარმონიასთან აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე წითელი საღებავით წარწერა-“სისტემა უნდა დაინგრეს“ გააკეთეს.

ისინი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებენ აქციას შეუერთდნენ და პატიმართა მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მათ ტაშითა და ოვაციებით ხვდება. ამ წუთებში მსვლელობის გამო მელიქიშვილის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

აქციის მონაწილეები „საქართველოს გაუმარჯოს“ და „სისტემა უნდა დაინგრეს“ სკანდირებენ.

ისინი კანცელარიასთან სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფას მოითხოვენ, ასევე, ერთ-ერთი მოთხოვნაა მთავრობამ სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა აიღოს.

ბეჭდვა