სკოლებში დანაშაულის პრევენციის პროგრამები ამოქმედდება
სკოლებში დანაშაულის პრევენციის პროგრამები ამოქმედდება
14:24 05.03.2012
სკოლებში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ახალი პროგრამები ამოქმედდება.

პროგრამეზე საქართველოს განათლებისა და იუსტიციის სამინისტროები პრეზიდენტის ინიციატივით მუშაობენ.

განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე დღეს ფსიქოლოგებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, რისკის ჯგუფის არასრულწლოვნების სხვადასხვა სახის პროგრამებში ჩართვისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნება. პროგრამის განხორციელებაში ფსიქოლოგებთან ერთად, მანდატურებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ახალი პროგრამების მიზანია, სახელმწიფომ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს, მათ მიერ დანაშაულის ჩადენის შესამცირებლად, სხვადასხვა სახის სერვისები შესთავაზოს.
პროგრამები საჯარო სკოლების ბაზაზე შეიქმნება. სამუშაო პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

ბეჭდვა